ავტომობილის სტარტერი

ავტომობილში და არა მარტო, სტარტერი ძრავის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია. სტარტერი, პასუხისმგებელია ავტომობილის დაქოქვაზე. სტარტერები ძირითადად შიდაწვის ძრავებში გამოიყენება და მისი ფუნქციაა ძრავს დაეხმაროს ამუშავებაში რადგანაც ძრავს თავისით დატრიალება და ფუნქციონირება არ შეუძლია. სტარტერი ფაქტობრივად მედიუმის როლშია ძრავს და ავტომობილის მძღოლს შორის. ძრავის ამუშავების შემდეგ, სტარტერს თავისი ფუნქცია შესრულებული აქვს და ძრავა დამოუკიდებლად განაგრძობს ფუნქციონირებს.

იმ შემთხვევაში თუ კი სტარტერი დაზიანებულია, ხშირად მძღოლები, სხვების დახმარებით მანქანის დაგორებას ცდილობენ რაც იგივე მოქმედებას იმეორებს რასაც სტარტერი, ძრავის დატრიალებას და შიდაწვის პროცესების დაწყებას, რაც თავისთავად ძრავის დამოუკიდებელ ფუნქციონირებას ნიშნავს მუშაობის პროცესში.


სტარტერის დაზიანების ნიშნები:


  • ძრავა არ იქოქება, ეს ყველაზეხშირი სიმპტომია დაზიანებული სტარტერის, თუმცა სხვა მრავალი მიზეზიც შეიძლება იყოს, მათ შორის ძრავის კომპონენტების დაზიანება, დამჯდარი აკუმულატორი და ასე შემდეგ. დიაგნოსტიკა აუცილებელია რათა გამოირიცხოს სხვა მიზეზები.

  • ძრავა გაჭირვებით იქოქება, ამ შემთხვევაში უფრო დიდი შანსია სტარტერს ჰქონდეს პრობლემა, ვიდრე პირველ შემთხვევაში, თუმცა ასევე აუცილებელია მანქანის ავტოსერვისში მიყვანა და დიაგნოსტიკის ჩატარება.

  • ხახუნის ხმა როდესაც ძრავს ამუშავებთ, ალბათ გაგიგიათ ხახუნის ხმა გასაღების გადატრიალებისას? ესეც ერთ-ერთი სიმპტომია დაზიანებული ან მწყობრიდან გამოსული სარტერის, თუმცა ეს შეიძლება საწვავის არ ქონასაც მიანიშნებდეს, ასე რომ აუცილებლად შეამოწმეთ საწვავის ავზი დასკვნების გაკეთებამდე.

ავტომობილის გენერატორი

გენერატორი მანქანის ის ნაწილია რომელიც მექანიკურ ენერგიას გარდაქმნის ელექტრონულ ენერგიად. ავტომობილის ნორმალური ფუნქციონირებისათვის, მუდმივი დენის წყაროს ქონა სასიცოცხლოდ აუცილებელია. თუ კი აკუმულატორი გამორთული ავტომობილის ასამუშავებლადაა საჭირო, მოძრაობაში მყოფ ავტომობილს გამართული გენერატორის ქონა ესაჭიროება. გენერატორის მიერ გარდაქმნილი მექანიკურ ენერგიას ავტომობილის თითქმის ყველა კომპონენტი მოიხმარს, მათ შორის შიდა და გარე განათება, საჭე (თუ კი ელექტროა), შუშის აწევის და დაწევის მექანიზმი, სავარძლის გათბობა, რადიო და სხვა.


გენერატორის დაზიანების ნიშნები:


  • ფარების განათება ერთ-ერთი კარგი მანიშნებელია გენერატორის მდგომარეობის. რადგანაც გენერატორი ელექტრო ენერგიის პირდაპირი წყაროა, მისი დაზიანების შემთხვევაში ის არათანაბარ ელექტრო ენერგიას ანაწილებს რაც ფარების განათების ციმციმით, სიკაშკაშის კლებით ან მკაფიო მატებით გამოიხატება.

  • მკვდარი აკუმულატორიც შეიძლება ერთ-ერთი ნიშანი იყოს გენერატორის პრობლემებისა, რა თქმა უნდა აკუმულატორის დაჯდომის მრავალი მიზეზი შეიძლება იყოს, მაგრამ ერთ-ერთი ხშირი მიზეზი არასწორად მომუშავე გენერატორია. ის ან საკმარის ენერგიას არ აწვდის აკუმულატორს, რაც მის სწრაფ დაჯდომას იწვევს, ან საერთოდ არ აწვდის და აკუმულატორი კვდება, რაც საბოლოოდ მანქანის ამუშავებასთან დაკავშირებულ პრობლემებს იწვევს.

  • თუ კი შუშის ელექტრო მექანიზმი, რადიო და სხვა მოწყობილობები კარგად არ მუშაობენ, ესეც იმის მანიშნებელია რომ ავტომობილის გენერატორს პრობლემა აქვს და ის დიაგნოსტიკაზე, ან ხელოსანთან წაყვანას საჭიროებს. დროულმა დიაგნოსტიკამ, გენერატორის სხვა და სხვა კომპონენტებს შესაძლოა სიცოცხლე გაუხანგრძლივოს რაც გრძელ ვადაში ხარჯების შემცირებას და მანქანის გამართულ ფუნქციონირებას უწყობს ხელს.